სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეცდომები მედიცინის ისტორიიდან ანუ წამლის სტატუსით გაყიდული საწამლავები

მეოცე საუკუნის დასაწყისში ითვლებოდა, რომ ჰეროინი ხველას კურნავდა.

მეცხრამეტე საუკუნის დასწყისი კოკაინი მატონიზირებელ საშუალებად ითვლებოდა, მას ამატებდნენ სხვადასხვა მედიკამენტებში და გამაგრილებელ სასმელ კოკა-კოლაშიც კი.

აღნიშნულ სიაში საპატიო ადგილს იკავებს ის მოსაზრება, რომ რადიაცია სამკურნალო თვისებებს შეიცავდა. 1900 იანი წლების დასაწყისში ბაზრებში იყიდებოდა ე.წ. „მყისიერი ურანის საბნები“ რომლებიც ართრიტის სამკურნალო საშუალებად მიიჩნეოდა, რადგან მოქსოვილი იყო რადიუმის (ქიმიური ელემენტი, რადიოაქტიურ თვისებათა მქონე ლითონი) შემცველი ძაფისგან. ამ პერიოდში ასევე პოპულარული გახლდათ რადიუმის შემცველი კოსმეტიკა, რომელიც გამაახალგაზრდავებელ საშუალებად მიიჩნეოდა და რადიოაქტიული წყალი. რადიუმის შემცველი წყლის პოპულარობას ხელი შეუწყო მოაზროვნე ებენ ბაიერსმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ყოველდღიურად მინიმუმ 3 ბოთლ რადიოაქტიულ „სასწაულმოქმედ“ წყალს სვამდა. მოგვიენებით, 1932 წელს Wall Street Journal-მა ამ ლეგენდას წერილი დაუსვა, რადგან გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ე.წ. სასწაულმოქმედმა წყალმა ებენ ბაიერსი კიბოთი დააავადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100