როგორ შევაჩეროთ შიმშილი?
გთავაზობთ შიმშილის შეჩერების 5 მარტივ გზას:
პიტნის ჩაი - პიტნის კამფეტიც შეიძლებოდა, მაგრამ კანფეტი შაქარს შეიცავს. პიტნის ჩაი კი სავსებით უსაფრთხოა წონისთვის. ცნობილი დიეტური ბლოგები პიტნის ჩაის დალევას ჭამის შემდეგ გვირჩევენ, რათა ჭამის შემდგომი ,,სუსნაობა” ავირიდოთ თავიდან. პიტნა ბუნებრივი მადის ჩამხშობია.
ადექი და წადი - ეს უფრო იმ სიტუაციას ერგება, როცა სუფრასთან ახლოს ხარ და შიმშილს ებრძვი. თავის შეკავება ძალიან რთულია, როცა გემრიელობები ცხვირწინ გიდევს. ამიტომაც, ისეთ თავის მართლებებს, როგორებიცაა: ,,დიეტაზე ვარ” და ,,არა, მადლობთ, არ მშია”, სჯობს უბრალოდ ადგე და საკვებს გაეცალო. ის არ გამოგეკიდება.
გაიხეხე კბილები - კბილების გახეხვა არის სიგნალი, რომ ფართი დასრულებულია და მეტი საჭმელი აღარ იქნება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, შიმშილიც მაშინვე იკლებს, როგორც კი კბილების გახეხვას დაასრულებთ. ან შეიძლება ესეც პიტნის არომატის ბრალია.
დალიე წყალი - წყალი ს ძალიან კარგი საშუალებაა მზერითი კონტაქტის ასარიდებლად და ხელების დასაკავებლად, კანზე და გახდომაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
შეჭამე სალათი - ძალიან სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ თეფშზე რომ სალათის დიდი ულუფა გიდევს, მთლიანად შეგიძლია შეჭამო და ცუდს არაფერს გიზამს. არსებობს ძალიან მარტივი რეცეპტი რომელიც შიმშილს ეფექტურად კლავს:
რეცეპტი:
2 ცალი სტაფილო (გახეხილი)
1 ცალი ბულგარული წიწაკა (წვრილად დაჭრილი)
ოხრახუში (10-15 გ)
კამა (ამდენივე)
4 ნაჭერი გრეიფრუტი (პატარა ნაჭრებად)
მოკლედ თუ საჭმლისგან თავის არიდება გსურთ მიმართეთ დასახელებულ მეთოდებს და დაძლიეთ შიმშილი.
კომენტარი