სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქერტლთან ბრძოლის საშუალებები

სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლამ იცის, რა არის ქერ­ტლი. ქერ­ტლი სკალ­პის კა­ნის მკვდა­რი უჯ­რე­დე­ბის აქერ­ცვლის უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რი ფორ­მაა. ჩვე­უ­ლებ­რივ, სკალ­პი მკვდარ უჯ­რე­დებს იცი­ლებს 28 დღე­ში ერ­თხელ. რო­დე­საც კა­ნის აქერ­ცვლა ხდე­ბა 4-5 დღე­ში ერ­თხელ, ეს უკ­ვე პრობ­ლე­მაა. თა­ნაც ქერ­ტლის ზო­მაც დი­დია. თუ ბევ­რი ქერ­ტლი გაქვთ, ეს შეძ­ლე­ბა იყოს სე­ბო­რე­ის, ან ფსო­რი­ა­ზის, ერთ-ერ­თი ფორ­მა. მი­მარ­თეთ დერ­მა­ტო­ლოგს ის გან­საზ­ღვრავს, რა არის ქერ­ტლის მი­ზე­ზი.

თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქერ­ტლის გაქვთ, მის შე­სამ­ცი­რებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი რჩე­ვე­ბი. გა­იმ­შრა­ლეთ თმა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ქერ­ტლი ცხი­მი­ან სკალ­პზე ჩნდე­ბა. ქერ­ტლის თეთ­რი ნა­წი­ლა­კე­ბი ამ­შვე­ნებს თქვენს შავ სპი­ტერს ეს სკალ­პის კა­ნის მშრა­ლი კი არა, ცხი­მი­ა­ნი ნა­წი­ლა­კე­ბია.

,,ძა­ლი­ან ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ქერ­ტლი კა­ნის სიმ­შრა­ლე­ზე მი­უ­თი­თებს, ამ­ბობს ნიუ ორ­ლე­ა­ნე­ლი დერ­მა­ტო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი პატ­რი­ცია ფე­რი­სი. ამი­ტომ მა­შინ­ვე იწ­ყე­ბენ სხვა­დას­ხვა კრე­მე­ბის და ნამ­ნა­მა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ზელ­ვას. პირ­ვე­ლი, რაც უნ­და გა­ა­კე­თოთ, გა­და­დეთ ეს ზე­თო­ვა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ გა­ყიდ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ქერ­ტლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შამ­პუ­ნე­ბი ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­დეგს მი­ი­ღებთ. ,,მაგ­რამ ამ სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა რომ ,,მთე­ლი სიმ­ძლავ­რით იმუ­შა­ონ, ქერ­ტლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შამ­პუ­ნი თმა­ზე წა­ის­ვით და ხუ­თი წუ­თი გა­ა­ჩე­რეთ. თუ ამას არ გა­ა­კე­თებთ, შამ­პუ­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა შემ­ცირ­დე­ბა. ამ­ბობს ტე­ნე­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დერ­მა­ტო­ლო­გი­ის ადი­უ­ტანტ-პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი თო­მას გუდ­მე­ნი. შე­არ­ჩი­ეთ თქვე­ნი თმის შე­სა­ფე­რი­სი შამ­პუ­ნი.

,,ქერ­ტლის შამ­პუ­ნებს სხვა­დას­ხვა აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი გა­აჩ­ნია, ამ­ბობს ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის კონ­სულ­ტან­ტი დერ­მა­ტო­ლო­გი­ის სა­კით­ხებ­ში, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი და­ი­ა­ნა ბი­გო­ვა. ქერ­ტლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შამ­პუ­ნის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, და­ი­ბა­ნეთ ხან ერ­თი და ხან მე­ო­რე შამ­პუ­ნით. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ქერ­ტლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შამ­პუ­ნი ძლი­ერ მოქ­მე­დებს თმებ­ზე, ამი­ტომ დრო­დად­რო თა­ვი და­ი­ბა­ნეთ ბავ­შვის საპ­ნით. ერ­თი გაფ­რთხი­ლე­ბა: ქერ­ტლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შამ­პუ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ არის გან­კუთ­ვნი­ლი გა­უ­ფე­რუ­ლე­ბუ­ლი, ღია ფე­რის ან ჭა­ღა­რა თმის და­სა­ბა­ნად მის­მა კომ­პო­ნენ­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ღი­ა­ვოს ქე­რა თმა. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი შამ­პუ­ნი სწო­რედ ასე­თი თმის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი, ამი­ტომ შე­ა­მოწ­მეთ ეტი­კე­ტი. ატა­რეთ ღია ფე­რის ტან­საც­მე­ლი.

პირ­ვე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა ქერ­ტლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მო­ი­მოქ­მე­დოთ, კა­მუფ­ლა­ჟია, ამ­ბო­ბენ მო­დის მიმ­დევ­რე­ბი. ჩა­იც­ვით ღია ფე­რის კა­ბა და კოს­ტი­უ­მი ქერ­ტლი არ გა­მოჩ­ნდე­ბა. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ნა­ხა­ტე­ბი­ან ტან­საც­მელს სა­და ტან­საც­მელ­ზე ქერ­ტლი უფ­რო ჩანს. რაც არ უნ­და გა­ა­კე­თოთ, თა­ვი აა­რი­დეთ მუქ ფე­რებს ეს ქერ­ტლის ვიტ­რი­ნაა. უა­რი თქვით სინ­თე­ტი­კა­ზე. ,,კი­დევ ერ­თი მე­თო­დი, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ და­ფა­როთ ქერ­ტლი ატა­რეთ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის­გან შე­კე­რი­ლი ტან­საც­მე­ლი, გირ­ჩევთ ნიუ-იორ­კე­ლი მო­დე­ლი­ო­რი ალი­სი­ა­ნა ბრუქ­სი. ქერ­ტლის მო­ცი­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია შა­ლის და ბამ­ბის ქსო­ვი­ლი­დან, ვიდ­რე სინ­თე­ტი­კუ­რი­დან~. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რო­დე­საც საქ­მე­ებ­ზე დარ­ბი­ხართ, ქერ­ტლის ნა­წი­ლი თვი­თონ მოგ­ცილ­დე­ბათ. ქერ­ტლის ნარ­ჩე­ნებს კი ად­ვი­ლად მო­ი­შო­რებთ ჯაგ­რი­სით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100