სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორმა რუსმა ქალმა, იაპონელი ტაქსისტი სცემეს

იაპონიაში ორი რუსეთის მოქალაქე დააკავეს. 30 წლის ქალბატონებმა ტაქსით იმგზავრეს, ხოლო ფულის გადახდაზე უარი განაცხადეს, მძღოლის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კი ქალები მას ქოლგით დაესხნენ თავს.

ქალბატონები ტოკიოს ერთ- ერთ თანამედროვე გასართობ რაიონში გადაადგილდებოდნენ, სადაც ღამის კლუბების, კაზინოების და სხვა თანამედროვე თავშეყრის ადგილებია განთავსებული. ტაქსის დანახარჯი 1500 იენს (14 ამერიკული დოლარი) შეადგენდა.

შემთხვევის ადგილზე ტოკიოს პოლიციის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ და დამნაშავე ქალები ადგილზევე დააკავეს, თუმცა ბრალდებულები არ აღიარებენ დანაშაულს. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100