სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძალიან გამიჭირდა, რომ სოზარ სუბარი "თავისუფლების ინსტიტუტში" მიეღოთ, მისი ინტელექტის გამო - ბოკერია

„ამ ბრწყინვალე განცხადებაზე ერთი კითხვას მაქვს - მანდ ნათქვამია, რომ 2013 წელს ამერიკამ 2 ჯაშუში იხსნაო, ერთში მე რომ ვიგულისხმები გასაგებია, მაგრამ მეორე ვერ გამოვთვალე ვინ არის და გვითხრან, არ შეიძლება საზოგადოების ამგვარად დაინტრიგება" - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხეულის მიერ გავრცელებულ წერილს:

„თავის დროზე მე გავუწიე რეკომენდაცია სოზარ სუბარს ჩემს კოლეგებთან, როდესაც თავისუფლების ინსტიტუტში ვიღებდით და ძალიან გამიჭირდა, რომ მიეღოთ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო. თუ შეიძლება, ჩემს განცხადებაში მხოლოდ სოზარის ინტელექტზე ნაწილი მიიღეთ სერიოზულად. აქ საუბარია სპეციფიკურად ჩემზე, თუმცა ზოგადად კამპანიას რაც შეეხება, არათუ საფრთხეს შეიცავს, არამედ ამ მოღალატე რეჟიმის განაჩენია. ის, რომ ნებისმიერი ქვეყნის აგენტი მოღალატეა, გინდ მოკავშირე ქვეყნის იყოს, გინდ მტრის, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა, ოღონდ ის კამპანია, რასაც ისინი აწარმოებენ, ბუნებრივია ეს არის დეკლარირება იმისა, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის, ივანიშვილს ვგულისხმობ და არა იმ ოთხ ადამიანს. ეს დიდი ხანია ეს უკვე ნათელია“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ

შეგახსენებთ, რომ ხუნდაძემ, ყაველაშვილმა, სუბარმა და მაჭარაშვილმა მორიგი წერილი გაავრცელეს, სადაც ამტკიცებენ, რომ აშშ-ს აქ "თავის აგენტურა" ჰყავს, ხოლო აშშ-ს საელჩო საქართველოში, პოლარიზაციას აღრმავებს და ხელისუფლების შეცვლას ცდილობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100