სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკონსტიტუციო კომისიის მიერ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მონახაზი უკვე ცნობილია

საკონსტიტუციო კომისიის მიერ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მონახაზი უკვე ცნობილია. გადაწყდა, რომ კონსტიტუციაში აღარ შეიცვლება პარლამენტის ადგილმდებარეობა. პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები კი 2023 წლიდან შევა ძალაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, თამარ ჩუგოშვილი, აცხადებს, რომ ცვლილებების ტექსტის უდიდეს ნაწილზე საკონსტიტუციო კომისიის წევრთა უმრავლესობის თანხმობა არსებობს.

„კონსტიტუციის ტექსტის ძალიან დიდ ნაწილზე არის სრული შეთანხმება, არის მხოლოდ რამდენიმე ნაწილი, რომელზეც ჯერ კიდევ დისკუსიები გრძელდება,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ ძალიან ბევრ საკითხზე არის უთანხმოება მმართველი გუნდის ინიციატივებთან დაკავშირებით.

„ყველა ამ საკითხების წამოწევა ემსახურება ქვეყანაში არაჯანსაღი დაპირისპირების გაღვივებას, რუსული ნარატივის დანერგვას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ირაკლი აბესაძე, მმართველ გუნდს მაღალი თანამდებობის პირთა მაქსიმალურად შეზღუდოს პირდაპირი წესით არჩეული თანმდებობის პირთა ჩამონათვალი. ამის მაგალითად, ირაკლი აბესაძე პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის მცდელობასა და თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ცვლილების კანონპროექტს ასახელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100