სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსკლუზივი:"ვხედავ რუსეთის ქალაქებს წყალი ფარავს...პუტინს დიდი დრო აღარ დარჩა...საქართველო უბრძოლველად იბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს" - ინტერვიუ ექსტრასენს ალექსანდრე ბილიხოძესთან

ექსტრასენსს ალექსანდრე ბილიხოძეს, უკვე წლებია, მთელი საქართველო იცნობს. მისმა მონაწილეობამ გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" წარმოუდგენელი ფურორი მოახდინა.

"წყალი რომ არ გაუვა" - ასე იცნობენ ალექსანდრეს წინასწარმეტყველებას და სწორედ ამიტომაც არის, რომ მასთან კონსულტაიაზე დიდი რიგებია. ექსტრასენსის თქმით, მას რჩევების მისაღებად (და არა მარტო რჩევების) სტუმრობენ, ისევე როგორც რიგითი ადამიანები, ასევე ცნობილი პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, გამომძიებლები და ე.წ. ქართული "ელიტა", ასევე ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა.

დრონი.ჯი-ს ერგო პატივი და ალექსანდრესთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა.

გთავაზობთ, ინტერვიუს ნაწილს, სადაც ცნობილი ექსტრასენსი მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ თემაზე, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საუბრობს.

აი, რა იწინასწარმეტყველა ალექსანდრე ბილიხოძემ რუსეთ-უკრაინის ომზე და რას უმხელს ის დრონი.ჯი-ს.


ექსტრასენსი ალექსანდრე ბილიხოძე: მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან საინტერესო ისტორიის მომსწრენი გავხდებით. რუსეთ-უკრაინის ომი, ბებიაჩემს აქვს ნაწინასწარმატყველები 2001-2002 წლებში და მე შენახული მაქვს მისი ჩანაწერები, სადაც პირდაპირ უკრაინა აქვს ნახსენები. აბსოლუტურად ყველა ჩანაწერი მაქვს შენახული.

- თქვენ თუ გქონდათ ხილვები ომის შესახებ და როდის?
კი მქონდა. 2005-2006 წლებში მეც ვიწინასწარმეტყველე. კონკრეტულად უკრაინა არა, მაგრამ ომიანობა დავინახე.

- თქვენი წინასწარმეტყველებით, როდის დასრულდება რუსეთის აგრესია?
ეს სიბოროტე, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ეს დღეს და ხვალ ვერ დამთავრდება ვერანაირად. უკრაინაში შიდა გახლეჩვას ვხედავ. შიგნით, ზოგს უკრაინა უნდა, ზოგს რუსეთი, ზოგს ამერიკა და ამის გამო დაპირისპირებებია. ამ ყველაფრის თავი და თავი კი ამერიკაა.
ამერიკა არის პირდაპირი ეპიცენტრი პროვაკაციიისა და კონფლიქტისა ამ შემთხვევაში და ამაში ვიჭყლიტებით ჩვენ და ევროპა.


- რა ბედი ეწევა პუტინს და რუსეთს?
რაც შეეხება რუსეთს, პუტინს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია. ვფიქრობ ლიკვიდაციით განუტევებს სულს. რაც შეეხება რუსეთს, მიუხედავად იმისა რომ ბევრი მეგობარი მყავს იქ, ძალიან მიყვარს ისინი, ქვეყნებსაც ერთი რელიგია და სარწმუნოება გვაქვს, ხმამაღლა ვიძახი, რომ ძალიან დიდი კრახით დაასრულებს ამ ომს, აი ძალიან დიდით. მე არ ვგულისმხობ ამ სისულელე ვითომ სანქციებს, რომლებიც დაუწესეს, პუტინს სულ ფეხზე ჰკიდია ახლა ეს.
ეს იცოდა მან, მაგიტომ იყო, რომ მერსედესის, ფორდის და ა.შ, ფირმების წარმომადგენლებს ქარხნები გაუხსნა რუსეთში და ასწავლებინა თავისი ხალხისთვის. 15-20 წლის ჩანაფიქრი განახორციელა ფაქტობრივად მან და თავად შეუძლია უკვე განაგრძოს თავისი ხალხით აღნიშნული საქმე. ეს კრიზისი დროებითია რუსეთში, გამოასწორებს ამას. მაგრამ იქ მოხდება ბუნებრივი კატასტორფები.

- რა კატასტროფებზე გაქვთ საუბარი, რომ გვითხრათ?
ქალაქ ტულას ვხედავ საერთოდ წყალში. 2015-ში მაქვს მე ნაწინასწარმეტყველები, რომ ტულა წყლით დაიფარება. მოსკოვის მთავარი თეატრი, საერთოდ იფარება წყლით. რუსეთი ბუნებრივი კატაკლიზმით დაასრულებს, თან ძალიან მალე. თარიღებით ახლა, მე კი არა ვანგა ვერ ამბობდა, მაგრამ ჩემი წინასარმეტყველებით, ეს არ უნდა გადაცდეს 2025 წელს.


- რაც შეეხება უკრაინას, მას რა ბედი ეწევა?
უკრაინა ამ ომიდან გამარჯვებული გამოვა, არ ვიცი რა ხერხით, მაგრამ ალბათ, უფრო უფლის ნებითა და წყალობით. მეტიც, მინდა გითხრათ, რომ ყირიმსაც დაიბრუნებენ, და ჩვენ, ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს.

- ანუ ამბობთ, რომ საქართველო ყველა დაკარგულ ტერიტორიას იბრუნებს?
დიახ, ამას ხმამაღლა ვიძახი, თან უბრძოლველად - ომისა და კონფლიქტის გარეშე დავიბრუნებთ. ეს ყველაფერი 2025 წლამდე უნდა მოგვარდეს, აუცილებლად, ეს არის გარდაუვალი.
პ.ს. ჩვენი გამოცემა, ექსტრასენსის ინტერვიუებს, სხვა კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, პერიოდულად შემოგთავაზებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100