სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გარემოვაჭრეებმაც გამართეს

ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ბოლო დღეებში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გარე ვაჭრობის საშუალებას არ აძლევენ.

მათი განმარტებით, მათი სოციალური და ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ისინი ვერ იხდიან ბანკის კრედიტებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლებას 2013 წლის 15 იანვრამდე გარევაჭრობის უფლებას სთხოვენ. ამ მოთხოვნით გარემოვაჭრეებმა ბიძინა ივანიშვილსაც მიმართეს.

მათ ნავთლუღის ბაზრიდან პრემიერ-მინისტრის ბიზნეს-ცენტრთან გადაინაცვლეს, მაგრამ მათ მოთხოვნას გამოხმაურება არ მოჰყოლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100