
გლდანში ნიკა მელიას ოფისს თავს დაესხნან
გლდანში გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 08:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. დამწვარია ოფისის ნაწილი.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
კომენტარი