სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბედნიერი პატარები და გემრიელი ნაყინი

ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ თბილისის რესტორნებს თხოვნით მიმართა, გემრიელი სადილით გამასპინძლებოდნენ ბავშვებს მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან – დახმარებოდნენ პატარებს, რომლებისთვისაც ზოგჯერ უბრალო პურიც კი სანატრელია!

სამწუხაროდ, ასი რესტორნიდან ამ თხოვნას მხოლოდ ორი – „მორელისი“ (https://www.facebook.com/morellisgelatotbilisi/?fref=ts) და „პონჩიტო“ (https://www.facebook.com/pages/Ponchito-Bakery/527226150749938?fref=ts) გამოეხმაურა.

მათ დიდი სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში და პატარებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყეს.
რესტორანი „მორელისი“ 3 მრავალშვილიანი ოჯახის 13 პატარას გაუმასპინძლდა, ხოლო „პონჩიტომ“ 7 მრავალშვილიანი ოჯახის 41 ბავშვს უმასპინძლა.
ბავშების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ზოგიერთმა ცხოვრებაში პირველად გასინჯა ნაყინი!
ბევრს აქვს საშუალება პატარებს ბედნიერება და სიხარული აჩუქოს, მაგრამ, სამწუხაროდ ყველას არ აქვს ამის სურვილი...
თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ბავშვებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დახმარება ბავშვებს) ან გადაიხადოთ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/92/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100