სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსამართლემ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოცხადებული 15-წუთიანი შესვენების შემდეგ გააცნო სასამართლო დარბაზს. მოსამართლემ ძალაში დატოვა 30 მაისის განჩინება, რომლის მიხედვითაც აღმკვეთ ღონისძიებად 26 მაისის საქმეზე მერაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა.
საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ერთსაათიანი შესვენების შემდეგ, ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. ბრალდების მხარე აპირებს სასამართლოს წარუდგინოს ვიდეო და ფოტომასალა, რაც 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს. აღნიშნული შესავალი სიტყვის მოსამზადებლად ბრალდების მხარეს ერთსაათიანი დრო მიეცა.
სასამართლო პროცესი 16:30 საათზე განახლდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100