სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ მოკლულ საქართველოს მოქალაქის ოჯახს დღეს გამართულ ბრიფინგზეც გამოუცხადა სამძიმარი და მომხდარს რუსეთის "მშვიდობიანი პოლიტიკა" უწოდა.

"არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება, ჩვენ ტერიტორიაზე. ამას ჰქვია "რუსეთის მშვიდობიანი" პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების მანძილზე, ვუყურებთ უცვლელად რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, რომ ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე" თქვა ზურაბიშვილმა

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე- ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100