მკვლელობა ქობულეთში - ადგილობრივების თქმით, მეზობელმა 30 წლის კაცს თავში ესროლა
მვკლელობა ქობულეთში - “მთავართან” საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ კონფლიქტი მეზობლებს შორის მოხდა და 30 წლის კაცს თავის არეში ტყვია ესროლეს.
ადგილობრივი მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ მკვლელი სავარაუდოდ მიიმალა, ამასთან, მას 2 თანამზრახველიც ჰყავდა.
გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საგამოძიებო უწყება მომხდარის მეტ დეტალს ამ დრომდე აზუსტებს.
კომენტარი