სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრაუნშვაიგის მუმე

ბრაუნშვაიგის მუმე, უფრო ხშირად, უბრალოდ, მუმე — სუსტად ან ძლიერ ალკოჰოლიზირებული ლუდის ძველი სახეობაა, გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგიდან. მისი შექმნის ისტორია გვიან შუა საუკუნეებს უკავშირდება. მუმე თავისი უჩვეულო შემადგენლობის წყალობით, ხანგრძლივად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, რის გამოც იგი მალევე გახდა ქალაქ ბრაუნშვაიგის მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელი.

XV საუკუნიდან, მუმე უკვე სავაჭრო გემებით გაჰქონდათ ინდოეთისა და კარიბის კუნძულებისაკენ. დღესაც, შექმნიდან დაახლოებით 600 წლის შემდეგ, მუმე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრაუნშვაიგში, თუმცა, უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში მზადდებოდა მუმეს უალკოჰოლო ვარიანტი; ალკოჰოლიზირებული მუმეს დამზადება ბრაუნშვაიგში მხოლოდ 2008 წლის შემოდგომაზე აღადგინეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100