სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ აშინებთ მამაკაცებს ქალების სილამაზე?

ლამაზი ქალების შიშს ვენუსტრაფობია ქვია. ამ სენით ძალიან ბევრი მამაკაცია შეპყრობილი. დენის ფოკინი ამ შიშის რამდნიმე მიზეზს ასახელებს.

მარცხის შიში - დენისის დებულებით ეს არის პირველი ფაქტორი. რისი არსიც შემდეგში მდგომარეობს: საშუალო დონის მამაკაცი ლამაზი ქალის დანახვისთანავე გაცნობის სურვილის გამოთქმასაც კი ერიდება მხოლოდ ერთი მიზეზით (თუ დიდი სისულელის წყალობით) თვლის, რომ მის აღფრთოვანებას ყურადღების ღირსადაც კი არ ჩააგდებენ. იგი წინასწარვე დარწმუნებულია უარში და გაურბის მარცხს.

ასეთ მამაკაცებს ვურჩევთ გაეცნონ ფსიქოლოგების დასკვნას, რომელშიც ნათქვამია: „ლამაზ ქალთა უმრავლესობა მარტოობას ებრძვის და ოცნებობს სტაბილურ პარტნიორზე. გამოკითხული ქალების უმეტესობა სულაც არ თვლის თავს განსაკუთრებულად. სინამდვილეში განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით დაჯილდოებული მდედრები გაცილებით უფრო თავმდაბლები არიან.“

მოვლენების ცენტრში ყოფნის შიში - ეს არის მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი რითიც ლამაზმანები აფრთხობენ მამაკაცებს. არის მამაკაცთა კატეგორია რომელიც ვერ ეგუება გამუდმებულ საფრთხეს. ლამაზი ქალის დაკარგვა ხომ გაცილებით მარტივია, მას ხომ გამუდმებით ვიღაც ეტრფის.

აჩრდილად ქცევის შიში - როგორც წესი ლამაზი ქალები უფრო წარმატებულები არიან ვიდრე ჩვეულებრივი გარეგნობისანი. მამკაცები ბუნებით ამბიციურები არიან და ხშირ შემთხვევაში გაურბიან საყვარელი ქალის წარმატებებს. იშვიათია მამაკაცი რომელიც მარტივად ეგუება გამუდმებით მისი ქალის ჩრდილის ქვეშ ყოფნას.

შიში საწოლში არასასურველობისა - არსებობს მოსაზრება რომ თუ ქალი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა თაყვანისმცემლების რიცხვი შესაბამისად მათ აქვთ უფრო დიდი გამოცდილება და არჩევანის გაკეთების უნარი სექსში. საშუალო მონაცემების მამაკაცისთვის სექსი ასოცირდება ნახევრად გახდასთან, ბნელ საძინებელთან და მალე გათავებასთან. მათი ეშინიათ ლოგინში არასათანადო პარტნიორობის.

ნუ აყვებით უმრავლესობაში გავრცელებულ ხმებს რა იცით რომ ლამაზმანი რომლითაც თქვენ აღფრთოვანდით საკუთარ უბიწოებას იმ ერთადერთ საშუალო წოდების მამაკაცს არ უნახავდა რომელსაც სარკეში ხედავთ?

შეუფერებლობის შიში- პრინცესები ცოლად მხოლოდ პრინცებს მიყვებიან-ასე ფიქრობს უმრავლესობა. თუმცა რეალობა სულაც არ არის ასეთი. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. სიყვარული ეს რთული ქიმიური რეაქციაა ორგანიზმისა და არავინ არ იცის როგორი მამაკაცი გამოიწვევს ამ რეაქციას ლამაზმანში.

შიში დაცინვისა - მორცხვ მამაკაცთა კატეგორია ლამაზი ქალის გაცნობასაც კი არიდებს თავს იმ ფიქრით, რომ მისი ნაცნობების და არამხოლოდ ნაცნობების დაცინვის ობიექტად იქცევა. ფიზიკურ სხვაობას როგორც ჩანს არანაირ ყურადღებას არ აქცევს საზოგადოების უმეტესობა. ასე რომ მამაკაცებო ფაქტია რომ პრობლემა თქვენშია.

ლამაზმანი რომელსაც ნერწყვმორეული მხოლოდ შორიდან შესცქერით მარტოობისგან დაღლილი საკუთარ ოცნებებში გახატავთ. დაძლიეთ თქვენი პრინციპები და გადადგით პირველი ნაბიჯი თუ არ მოიგეთ წაგებით ხომ არაფერს წააგებთ?! ბოლოს და ბოლოს ცდა ბედის მონახევრეაო ხომ გაგიგიათ.

(მომზადებულია, რუსული კოსმოს მასალების მიხედვით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100