სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს–მ ირაკლი ბათიაშვილის ძებნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ბათიაშვილის ძებნა დაიწყო. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება .
კერძოდ, უწყების განცხადებით, ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრბის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ირაკლი ბათიაშვილის ძებნა. ტარდება ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დედგენის მიზნით.
ირაკლი ბათიაშვილს ოჯახის წევრები 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ ეძებენ. იგი არ ირიცხება დაკავებულთა სიაში, ბათიაშვილის პოვნა ვერც საავადმყოფოებში მოხერხდა.
ბათიაშვილის ოჯახის წევრები დამხარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს და "წითელ ჯვარს" მიმართავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100