სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნიშნავს
ლუდი „ბავარია“ 300 წლის
ხდება. სამ
საუკუნოვან იუბილეს
„ბავარია“ გრანდიოზულად აღნიშნავს
და ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით 120 ქვეყნიდან 300 ადამიანს
ამსტერდამში ეპატიჟება.
„ბავარია“ ერთგულ მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ იყვნენ დაკვირვებულები, რადგან 300 წლის იუბილეზე მოხვედრის
შანსი, ანუ
3 დღიანი დაუვიწყარი მოგზაურობა ამსტერდამში, შესაძლოა ნებისმიერ
ადგილზე გათამაშდეს, სადაც კი
„ბავარიაა“. ეს შეიძლება იყოს
მაღაზია, ქუჩა,
კინოთეატრი თუ
სხვა.
„ბავარია“ ნომერ პირველი
ლიცენზირებული ლუდია.
ის ყოველწლიურად ცდილობს, რომ თავის მომხმარებელს განსაკუთრებული და
განსხვავებული კამპანია
შესთავაზოს. „ბავარიას“
გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება, მიუხედავად იმისა,
რომ ბაზარზე
კონკურენცია საკმაოდ
მზარდია. ლუდის
მოყვარულები აფასებს
„ბავარიას“ ხარისხს
და მის
ერთგულ მომხმარებლად რჩებიან“, აცხადებს სს
„ქართული ლუდის
კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი მიხეილ
ქურდაძე.
გარდა ამისა,
„ბავარიას“ 300 წლის
იუბილეზე დასწრება
და ამსტერდამში მოგზაურობა შეეძლება
მათაც, ვინც
სოციალურ აქტივობებში ჩაერთვება და
სპეციალურად შექმნილ
ვებგვერდზე https://www.facebook.com/BavariaGeorgia/?epa=SEARCH_BOX
ატვირთავს იუბილეს
მისალოცი სადღეგრძელოს ვიდეოს ან
ფოტოს და
რომელსაც შემდგომ
მოიწონებს და
შეარჩევს „ბავარიას“
სათაო ოფისი.
შერჩევა მოხდება,
როგორც საუკეთესო
ვიდეოს, ასევე
ფოტოს კატეგორიაში.
„ბავარია“ 300 წლის იუბილეს აგვისტოს
შუა რიცხვებში
აღნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ
ლუდის ლეგენდარული ბრენდის "ბავარიის" მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო
რუკას საქართველო 2016 წლიდან შეემატა.
სს „ქართული
ლუდის კომპანია“
კი საქართველოში და მთლიანად
რეგიონში ლუდი
"ბავარიის" ოფიციალური და
ექსკლუზიური მწარმოებელია.
კომენტარი