გულ-მკერდის არეში აქვს დაზიანება - "ოცნების'' ოფისთან დაკავებისას "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი დაშავდა
"ქართული ოცნების'' ოფისთან პოლიციის ძალადობის შედეგად, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი, თენგიზ კირთაძე დაშავდა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასწრაფო დახმარებამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. პარტიის წევრის, ალექსანდრე ზიბზიბაძის თქმით, დაკავების დროს თენგიზ კირთაძეს პოლიციელმა წიხლი ჩაარტყა, რის შემდეგაც სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. "გულ-მკერდის არეში აქვს დაზიანებული მიღებული, ველოდებით რენდგენის პასუხს და ვნახავთ რა შედეგი იქნება. დაზიანება მიიღო დაკავებისას, მე როგორც ვხვდები, ღარიბაშვილის მთავრობა აგრძელებს თავის სადამსჯელო ოპერაციებს და ახლა უკვე მომიტინგეებისა და მხარდამჭერებს დაერია",- ამბობს "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი, იმედა კლდიაშვილი.
კომენტარი