მომღერალ მაქსიმს ქვედა საცვლები არ უყვარს...
მომღერალმა მაქსიმმა არაფრთოვანა თავისი გულშემატკივრები, როცა მათთვის ნამდვილი სტრიპტიზ-შოუ მოაწყო გასტროლების დროს.
მომღერალი სცენაზე, არც მეტი, არც ნაკლები, ქვედა საცვლის გარეშე ავიდა.
-გოგონებს შეუძლიათ გაიხადონ! - მთელი ძალით დაიყვირა მან, რათა დარბაზი აეყოლიებინა, მაგალითი კი სწორედ მან მისცა პირველმა, - მისი გრძელი კაბა ისედაც მხრეზე უცურდებოდა და მის მკერდს კიდევ უფრო პიკანტურს ხდიდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მაქსიმმა კულისებში შეირბინა და იქედან გამოსული, მაყურებლის წინაშე გამომწვევ, მოკლე სარაფანში წარდგა. როცა სცენის კიდეს მიუახლოვდა, მაქსიმმა თავისი ისედაც მოკლე კაბა აიწია და ფეხები თითქმის ბოლომდე გამოაჩინა.
მაცდური მზეთუნახავის როლში შესული მაქსიმი სცენის კიდეზე ჩამოჯდა და ფეხები იმდენად მაღლა ასწია, რომ პირველ რიგებში მსხდომი მაყურებელი შოკში ჩააგდო: მომღერალს ქვედა საცვალი არ ეცვა. ამასთან, მომღერალს არანაირი ყურადღება არ მიუქცევია სასწრაფოდ აჩხაკუნებული ფოტოაპარატებისთვის...
კომენტარი