ამ ეტაპზე, ქვეყნის სრული ჩაკეტვა არ იგეგმება - მთავრობა
მთავრობის ეკონომიკური გუნდი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. ასევე საუბარისას აღინიშნა, რომ ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე სექტორში წესების დაცვის კუთხითაც არის გამოწვევები.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, ქვეყნის სრული ჩაკეტვა არ იგეგმება.
"რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. შეხვედრას ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ". – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავცელებულ განცხადებაში.
კომენტარი