სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია მეორე და გარეგინ მეორე პრობლემატურ საკითხებზე ერთობლივი მუშაობის დაწყების შესახებ შეთანხმდნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე პრობლემატურ საკითხებზე ერთობლივი მუშაობის დაწყების შესახებ შეთანხმდნენ.

შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში შედგა და დახურულ ფორმატში წარიმართა.

საქართველოს კათოლიკოს პარტიარქმა და სომხეთის პატრიარქმა შეხვედრაზე საქართველოში და სომხეთში, ქართული და სომხური ეკლესიებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭებაზე, ასევე სადავო ეკლესიების საკითხის მოგვარებაზე ისაუბრეს.

სომეხთა პატრიარქმა საქართველოში არსებულ სომხურ ეკლესიებზე იურიდიული სტატუსისი მინიჭების საკითხი დასვა, თავის მხრივ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სოხეთში არსებული ქართული ეკლესიების დაბრუნებაზე ისაუბრა.

საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა ილია მეორემ ასევე განაცხადა, რომ სადაო ეკლესიების საკითხის გადასაჭრელად მეცნიერთა კომისიას მოიწვევს, მისი თქმით ანალოგიური ნაბიჯი უნდა გადაიდგას სომეხთა მხრიდანაც.

სომეხთა პარტიარქმა გარეგინ მეორემ მოლაპარაკების შემდგომ მადლიერება გამოთქვა და განახცხადა, რომ ქართულ დიასპორას სომხეთში არასდროს არ ჰქონია პრობლემები იურიდიული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ასევე დასძინა, რომ განიხილავს სომხეთში არსებული ქართული ეკლესიების გადაცემის საკითხსაც.

სომეხთა კათოლიკოს პატრიარქი საქართველოში 6 დღიანი ვიზიტით იმყოფება, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100