სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პოლიციელებმა მითხრეს, პირდაპირ გომელაურის ბრძანებააო" - აბაევი მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე

ზურაბ აბაევი სამართალდმცველების მიერ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს - ოპოზიციონერმა კლინიკა, სადაც ის მძიმე დაზიანებებით იყო მოთავსებული, რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

მან მედიასთან დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ ჩატენეს მანქანაში და გადაიყვანეს შსს ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, სადაც შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ოპოზიციონერის თქმით, მას პოლიციელებმა უთხრეს, რომ მინისტრ გომელაურის პირად დავალებას ასრულებდნენ.

"ნაცმოძრაობის" წევრი ამბობს, რომ სამართალდამცველების იდენტიფიცირებაც შეუძლია.

ძალით ჩამტენეს მანქანაში. ჯერ ჩასმისას მუხლებს მირტყამდნენ, რომ არ ვჯდებოდი, მერე მანქანაში რომ ჩამსვევს, ერთი მიჭერდა ხელებს და კისერს და ორი მირტყამდა თავში და მუცელში. მაგინებდნენ, სამნი მირტყამდა. მერე რომ გაიგეს, რომ ადვოკატი მოვიდაო, დაიცა უშველა ვირაცამო, ეს სიტყვები თქვეს, აღარ დაარტყათო და წავიდნენ. ვინც გამომიყვანა იმ ორმა მცემა და მაგას დამატებული კიდევ ორი პიროვნება. მათი ამოცნობაც შემიძლია. ეს განა გვინდა ჩვენ რომ ვაკეთებთო, პირდაპირ გომელაურის ბრძანებააო, თორე ჩვენ განა ფოტოგრაფები ვართ, შენი ინტერესი კი არ გვაქვსო. მე ამას ვუკავშირებ იმას, რომ ამათ გევრდზე არ ვარ, არ მომწონს მე ეს მთავრობა, პირდაპირ ვამბობ, რა მაქვს დასამალი", - ამბობს აბაევი.

ზურა აბაევის ცემაში მხილებული პოლიციელები ისევ ხელშეუხებლები არიან - "ნაცმოძრაობის" წევრზე ძალადობიდან 24 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ კარლო კაციტაძის უწყებას, არცერთი პოლიციელი გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებია. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" მოძალადე პოლიციელების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს.

გომალურის უწყება ოპოზიციონერი აქტივისტის გასამართლებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ითხოვს. აბაევი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესზე წასვლა ვერ მოახერხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100