სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულიოზი და დემენცია დაუდგინდა - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულიოზი და დემენცია დაუდგინდა. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ტუბერკულიოზზე პასუხი 1 საათის წინ გერმანელებისგან მომივიდა:

დემენცია ერთი კი არა, ერთ-ერთია იმ ჩამონათვალიდან, რაც მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზებში აქვს. დღეს კი მას ტუბერკულიოზის ჩხირი დაუდგინა. მის ტუბერკულიოზზე პასუხი 1 საათის წინ გერმანელებისგან მომივიდა. კლინიკა ვივამედამდე ის რუსთავის ციხეში, გლდანის მე-18 დაწესებულებასა და გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, არ ვიცი, კონკრეტულად სად დაემართა. თუმცა, ეს პასუხი გერმანიიდან 1 საათის წინ ჩამოვიდა. თვითონ ეს ჯერ არც იცის, მე ამას საჯაროდ ახლა პირველად ვამბობ"- თქვა ხაჭაპურიძემ Georgian Times-ის ეთერში საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100