სკანდალი: ოცნება შავი ფულით და თაღლითური სქემით აფინანსებს ოპოზიციის შევიწროვებას - ჰელსინკის კომისია
სკანდალი - „ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს.
ჰელსინკის კომისიის თქმით, ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.
„ქართული ოცნება დამოკიდებულია შავ ფულზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან, რათა დააფინანსოს თავისი ქმედებები და დევნოს ოპოზიცია.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მიხედოს ამ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც ასპონსორებენ “ოცნების” ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - წერია განცხადებაში.
კონგრესში „ოცნებისა“ და „ქოლ-ცენტრების“ კავშირზე 31 ივლისსაც ისაუბრეს.
„თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი “ქართულ ოცნებას” ზურგს უმაგრებს“ - წერდა მაშინ კომისია.
კონგრესმენებმა თეთრ სახლს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებისკენ მოუწოდეს.
კომენტარი