Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;
Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ გამოსახულებას. ზოგადად Galaxy A52-ის ეკრანი, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით გვთავაზობს საუკეთესო მულტიმედია გამოცდილებას მკვეთრი, კონტრასტული და დინამიური ჩვენებით. Galaxy A52-ის ეკრანი ასევე საკმაოდ დაცულია. აქ გამოიყენება Corning Gorilla Glass 5 თაობის დაცვა ნაკაწრებისა და დარტყმებისაგან. ეკრანზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს თვალის კომფორტის ფარი, რომელიც Galaxy A52-ში ავტომატურად არეგულირებს მავნე ლურჯი ნათების ფილტრაციას.
Galaxy A52-ს აქვს 4 ძირითადი კამერა და შედეგად საკმაოდ მდიდარია გადაღების რეჟიმებით:
მთავარი კამერა 64MP რეზოლუციისაა და იღებს სურათებს მაღალი დეტალიზაციით. ამ კამერას საკმაოდ დიდი სენსორი აქვს, შედეგად ფერთა აღქმა და გადმოცემა რეალისტური და კონტრასტულია. რაც შეეხება არასაკმარის განათებას, ამ დროს საქმეში სისტემაში ჩაშენებული ღამის რეჟიმი და Tetra Bining ტექნოლოგია ერთვება, რომელიც პიქსელებს აერთიანებს. მთავარი 64MP-იანი კამერის ყველაზე გამორჩეული ძლიერი მხარე, კი უდაოდ მისი ოპტიკური სტაბილიზაციაა (OIS). ეს ფუნქცია ძირითადად ფლაგმანურ სერიაში გვხდება და სასიამოვნოა მისი შეხვედრა შედარებით ხელმისაწვდომ სმარტფონში. მთავარ კამერას 4K ვიდეოგადაღებაც აქვს.
მეორე კამერა 12MP-იანია და აქვს 123 გრადუსი ხედვის კუთხე. ის ულტრაგანიერი გადაღებისათვის გამოიყენება. იდეალურია მაშინ, როდესაც გვინდა ლამაზი პეიზაჟის ან ქალაქის ხედის დაფიქსირება. გამოგვადგება მაშინაც, როდესაც უბრალოდ 1 კადრში მაქსიმალურად მეტის ჩატევა გვსურს. ჯამში ულტრაგანიერი კამერა 4-ჯერ უფრო დიდ არეალს აფიქსირებს ვიდრე სტანდარტული მესამე 5MP-იანი კამერა მაკროგადაღებისთვის არის განკუთვნილი. ის შექმნილია სპეციალურად ძალიან ახლოდან გადაღებისათვის და სტანდარტული კამერებისაგან განსხვავებით უკვე 2-3 სანტიმეტრიდან შეუძლია ფოკუსის აღება. ეს კამერა გამოგვადგება მცენარეების, მწერების, მინიატურული ნივთების, სამკაულების, წარწერების და სხვა მსგავსი ობიექტების გადაღებისას.
მეოთხე 5MP-იანი კამერა კი სიღრმის სენსორია. მისი დანიშნულებაა დაეხმაროს მთავარ კამერას სურათის პორტრეტის რეჟიმით გადაღებაში და როგორც გადაღების პროცესში ასევე გადაღების შემდეგ ფონის ბუნდოვნების დონის რეგულირებაში.
რაც შეეხება ფრონტალურ კამერას ის აქ 32MP-იანი მოდულით არის წარმოდგენილი. ფრონტალური კამერითაც არის შესაძლებელი პორტრეტის რეჟიმით სურათის გადაღება. აღსანიშნავია ფრონტალური კამერით აჩქარებული გადაღების შესაძლებლობა (4,8,16,32,64x).
Galaxy A52 ფლაგმანური სმარტფონების მსგავსად წყალ და მტვერგამძლეა (IP67 სტანდარტით). შესაბამისად მისი გამოყენების არეალი კიდევ უფრო იზრდება.
რაც შეეხება მუშაობის ხანგრძლივობას, მას 4,500 mAh აკუმულატორია აქვს, რომელსაც
თავის მხრივ 25 ვატიანი სწრაფი დამუხტვის ფუნქცია გააჩნია.
Galaxy A52 ხელმისაწვდომია 4GB / 128GB ან 8GB / 256GB ოპერატიული / შიდა მეხსიერებით; ყველა ვერსია ორ SIM-ბარათიანია და აქვს დამატებითი microSD სტანდარტის მეხსიერების ბარათის სლოტი 1TB-მდე მხარდაჭერით.
Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე 8 ნანომეტრიანი პროცესორით: Qualcomm Snapdragon 720G, რომელიც მაღალ წარმადობასთან ერთად მოხმარებელს მაქსიმალურად ეფექტურ ენერგომოხმარებას სთავაზობს ენერგოეფექტური ბირთვების ხარჯზე. Snapdragon 720G გათვლილია მძიმე თამაშების მაღალ გრაფიკაზე გაშვებისათვის. აღსანიშნავია რომ A52-ს აქვს სტერეო დინამიკები და Dolby Atmos მხარდაჭერაც. არ დაგვავიწყდეს სისტემაში ჩაშენებული თამაშების გამაძლიერებელი აპლიკაცია, რომელიც აუმჯობესებს სათამაშო გამოცდილებას და შედეგად ჩვენ ვიღებთ იდეალურ გეიმინგ მოწყობილობას დინამიური და მკვეთრი ეკრანით, სტერეო ხმით, ძლიერი პროცესორით და დამატებითი გეიმინგ ინსტრუმენტებით.
Galaxy A52-ში გამოიყენება ანდროიდის ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია Android 11 და ახალი ინტერფეისი One UI 3.1, რომლებიც კიდევ უფრო სასიამოვნოს და მოსახერხებელს ხდიან სმარტფონის ყოველდღიურ გამოყენებას. Galaxy A52-ს თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანში აქვს ჩაშენებული. ასევე მისი განბლოკვა სახის ამოცნობითაც არის შესაძლებელი.
Galaxy A52 ხელმისაწვდომია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი;
აქვე შეგახსენებთ, რომ Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან ჰოლოგრამა გიცავთ.. და გასაჩუქრებთ!
კომენტარი