აშშ იულია ტიმოშენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაკავება პოლიტიკურად არის მოტივირებული და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ტიმოშენკო ერთერთია 400 ყოფილ სახელმწიფო მოხელეს შორის, რომელთა საქმეს თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის იძიებენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ მარტ ტონერმა ოფიციალურ კიევს მოუწოდა გადახედოს ტიმოშენკოს დაკავებას, რაც მისი თქმით უკრაინაში კანონის უზენაესობის მიმართ შეშფოთებას ზრდის.
კომენტარი