სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა ქალი დააკავეს

ქუთაისის აეროპორტში გერმანიიდან ჩამოფრენილი რეისის მგზავრები გაჩხრიკეს. ჩხრეკის მიზეზი ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნარკოტიკების გადატანა იყო. რამდენიმე ქალი ტომოგრაფიის ჩასატარებლად ქუთაისის საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მათ შორის იყო "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ქეთი გაბუნია, რომელიც მომხდარს საკუთარ საქმიანობასა და ორგანიზაციის აქტივისტობის ფაქტს უკავშირებს. მგზავრებიდან 10 ქალი იქნა გადაყვანილი ნარკოტიკის გადატანის ბრალდებით, თუმცა ჩხრეკისა და შემდგომ ტომოგრაფიის შედეგებით მათ ბრალდება ვერ დაუდგინდათ. როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ წუთებში დაკავებულების ჩხრეკა უკვე დასრულებულია და არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100