უნარშეზღუდული გოგო საკუთარი დედის მუმიასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც 30 წლის წინ გარდაიცვალა
როდესაც უკრაინის საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი ბინა მეზობლების მოთხოვნით შეამტვრია, იქ დაუჯერებელი ფაქტები დახვდა. უნარშეზღუდული გოგონა, რომელიც ვერ გამოდიოდა გარეთ, უკიდურესად გამხდარი ნახეს, გვერდითა ოთახში კი მისი დედის გახრწნილი გვამი, რომელიც, როგორც ექსპერტები ამბობენ, 30 წლის წინ იქნება გარდაცვლილი.
უცნობია, შშმ პირი ამდენი წლების განმავლობაში რითი იკვებებოდა, თუმცა ფაქტია, რომ საკვების სიმცირის გამო ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში. მისი პატრონი მხოლოდ საკუთარი დედა იყო, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა, ხოლო მეზობლებმა ისიც არ იცოდნენ, რომ ბინაში, სადაც პოლიციამ ეს შემზარავი სურათი აღმოაჩინა, ვინმე ცხოვრობდა.
ბინაში ყველა კუთხე ნაგვით იყო სავსე, ამასთან, წლების წინ გაადუხდელობის გამო ელექტროენერგია და გაზიც გათიშეს, უნარშეზღუდულ გოგოს კი მიცვალებულივით უწევდა ერთ ადგილზე წოლა და ლოდინი, სანამ ვინმე არ მოისურვებდა ბინის დათვალიერებას.
ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას შესაძლოა კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდეს.
კომენტარი