ღია დისკუსია თემაზე - „სი-ტი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტის ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები
ბიზნესომბუდსმენი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელებენ
22 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება ღია დისკუსია თემაზე - „სი-ტი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტის ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანია „სი-ტი პარკის“ წარმომადგენლები და სამართლებრივი კონსულტანტები.
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან ბიზნესომბუდსმენი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სი-ტი პარკს“ ხელშეკრულებაშეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. მისივე თქმით, პარკირების ახალი სისტემისჩამოყალიბებამდე, „სიტი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაგანახორციელებს. „სიტი პარკში“ მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ გამოთქმულიბრალდებები არგუმენტს მოკლებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავსმიზნად. ამასთან, მერიის გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურადმოტივირებულს უწოდებენ.
გარდა ამისა, „სი-ტი პარკი“ თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიის ადვოკატებმა მერიაში განცხადება შეიტანეს.
კომენტარი