გამონათქვამები ფილმებიდან, რომლებზეც ღირს დაფიქრება
მსახიობების გამონათქვამები ფილმებიდან, რომლებზეც ღირს დაფიქრება:
ჩემი შეხედულება ცხოვრებაზე მარტივია: გინდა გახდე-შეწყვიტე ჭამა, გინდა ფულის გამომუშავება-ასწიე უკანალი სკამიდან და იმუშავე, გინდა იყო ბედნიერი-იპოვე ის ვინც მოგწონს და არ გაუშვა ის (სექსი მეგობართან)
ცხოვრება იზომება არა შენს მიერ განხორციელებული ჩასუნთქვებითა და ამოსუნთქვებით, არამედ იმ მომენტებით როდესაც ბედნიერებისგან სუნთქვა გეკვროდა (ჰიტჩის მეთოდი)
რთული გადაწყვეტილების მიღება კი არა შედეგების გადატანა გახლავთ (კანონმორჩილი მოქალაქე)
ნუ ჩაიდან ყველა ტვინიკოსის კლასიკურ შეცდომას და ნუ იფიქრებ, რომ არავინაა შენზე ჭკვიანი (ულიმიტო)
არასოდეს არავის მისცე უფლება გაიძულოს იფიქრო, რომ შენ არ იმსახურებ იმას რაც გსურს გქონდეს. (ჰიტ ლეჯერი)
ჩვენ დავდივართ სამსახურში, რომელიც გვძულს იმისათვის, რომ ვიყიდოთ ნივთები, რომლებიც არ გვჭირდება (მებრძოლთა კლუბი)
მთელი ცხოვრება ვდებდი პირად ცხოვრებას მერესთვის და არასოდეს მიფიქრია, რომ ეს მერე შესაძლოა არც დადგეს (ცასა და მიწას შორის)
თქვენ გაგიჟდით, სრულიად გაგიჟდით, თუმცა გაგიმხელთ საიდუმლოს და გეტყვით, რომ გიჟები ყველაზე ჭკვიანები არიან. (ალისა საოცრებათა ქვეყანაში)
ზოგჯერ უმჯობესია იყო ჩუმად და სხვებს იდიოტი ეგონო, ვიდრე გააღო პირი და დაამტკიცო ეს. (ზებუნებრივი)
თუ არ იცი რა გინდა, მაშინ მოკვდები უამრავი ისეთი რაიმის გარშემორტყმული რაც არ გინდოდა (მებრძოლთა კლუბი)
გიჟია ის ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის მართვა და სურს მართოს სხვები (ჯოკერი)
მე არ მაქვს დრო, მე არ მაქვს დრო იმაზე სანერვიულოდ თუ როგორ და რატომ მოხდა რაღაც. მოხდა და მორჩა. (დრო)
ყველას აქვს თავისი ჯოჯოხეთი, არ არის აუცილებელი იყოს ცეცხლი. ჩვენი ჯოჯოხეთი კი ის გახლავთ რომ ვცხოვრობთ ცარიელი ცხოვრებით (სად მივყავართ ოცნებებს)
შიში გაქცევს ტყვედ, იმედი კი გჩუქნის თავისუფლებას (გაქცევა შოუშენკიდან)
კომენტარი