სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"Niezalezna": საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადებს?

პოლონეთის "დამოუკიდებელი გაზეთი" - "Niezalezna" საკუთარ ვებ-გვერდზე (niezalezna.pl) ავრცელებს სტატიას სათაურით: "საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებს?"

სტატია აკეთებს Washington Post -ში გამოქვეყნებული წერილის “Georgia’s Government takes a wrong turn” ანალიზს. დასკვნის სახით კი, ბოლო აბზაცში ამატებს, რომ დაპატიმრებების სერია მხოლოდ საბაბი და პრელუდიაა, რომელსაც სარჩულად უდევს თავად სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება.

გაგაცნობთ სტატიის შინაარსს:

"ამერიკული მედია შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყოფილი მთვარობის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნას ეწევა, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს.

Washington Post წერს: სააკაშვილმა აღიარა არჩევნებში დამარცხება და დემოკრატიულად გააგრძელა ხელისუფლების გადაცემის პროცესი, რაც ახალი მთავრობის მიერ არ იქნა გაზიარებული და მოქმედი მთავრობის მიერ ყოფილი თანამდებობის პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში იქნენ მიცემული, ამ ყოველივეს კი პოლიტიკური ნიშნით დევნის ხასიათი აქვს. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ჩააბნელეს, ახალი მთვრობა ზეწოლას ახდენს თავისუფალ მედიაზეც, რომელიც სააკაშვილისადმი დადებითად არის განწყობილი.

Washington Post -ში ვკითხულობთ: ივანიშვილს რომ რელურად ნდომოდა დასავლეთის ნდობის მოპოვება, ის მოქმედი ოპოზიციის წევრების დევნას კი არ დაიწყებდა, არამედ უცხოელი ინვესტორების დაინტერესებაზე იზრუნებდა, რადგან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ საქართველოს მიმართ ინვესტორთა ინტერესი განელდა.

გაზეთის რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში დადასტურებულია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა ვაშინგტონში ივანიშვილის უკვე დაგეგმილი ვიზიტის გადადების საფუძველი.

Washington Post -ში ვკითხულობთ: სანამ ახალი მთავრობა არ შეწყვეტს ოპოზიციის წარმომადგენელთა პოლიტიკური ნიშნით დევნას და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, ივანიშვილი არ უნდა იქნეს მიწვეული ვაშინგტონში.

სააკაშვილის გუნდის წევრების დაკავების გამო ექსპერტები და ანალიტიკოსები შეშფოთებას გამოთქვამენ, ვინაიდან დაპატიმრებების სერია მხოლოდ საბაბი და პრელუდიაა, რომელსაც სარჩულად უდევს თავად სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100