სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარკ ცუკერბერგი Bloomberg–ის მილიარდერების სიიდან ამოვარდა

მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის, Facebook–ის, დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი Bloomberg–ის მიერ წარმოებული მსოფლიოს 40 უმდიდრესი ადამიანის სიიდან ამოვარდა. მისი ფინანსური მდგომარეობა უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში ნახევარი მილიარდი დოლარით, 14,7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ცუკერბერგის „გაღარიბება“ Facebook–ის აქციებზე ფასის დაცემამ გამოიწვია. უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 9,6 პროცენტით დაიკლო.

მარკი ამ დროისათვის 800 მილიონით ჩამორჩება მეორმოცე ადგილს, რომელიც კოლუმბიელმა ლუის კარლოს სარმენტომ დაიკავა. რეიტინგის ლიდერი, ძველებურად, მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმია 67,9 მილიარდი დოლარით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100