სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძაღლმა ხუთი ბავშვი სიკვდილისაგან იხსნა

ახალ ზელანდიაში ჯეკ რასელ ტერიერმა, რომელსაც ჯორჯი ჰქვია, ხუთი ბავშვი ორი პიტბულისაგან იხსნა. საშინელი ბრძოლისას ძაღლი მძიმედ დაშავდა და მოკვდა. ამ ქმედებისათვის ცხოველთა დამცველებმა ტერიერი მედლით დააჯილდოვეს.

შემთხვევა ქალაქ მანაიაში მოხდა. ძაღლი ბავშვებთან თამაშობდა. როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ, უეცრად ორი პიტბული გამოჩნდა და პატარებს გაეკიდა.

„ჯორჯი ჩვენს დაცვას ცდილობდა, უყეფდა, მაგრამ დაკბინეს, ერთმა თავზე, მეორემ ზურგზე. შემდეგ ხალხმა დაინახა და დასახმარებლად მოვიდნენ“ – ჰყვება 11 წლის რიჩარდ როზვორნი.

სამწუხაროდ, ჯორჯის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ დააძინეს...

ვინაიდან პიტბულები ადამიანებს თავს ადრეც დაესხნენ, პატრონმა ცხოველების დაჭერის სამსახურს მათი დაძინების უფლება მისცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100