არჩევნები ტოტალურად გაყალბდა - პრეზიდენტი
"არჩევნები ტოტალურად გაყალბდა" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ "ტექნოლოგია გამოიყენეს იმისთვის, რომ გაყალბება გაეთეთრებინათ".
სალომე ზურაბიშვილის გვერდით დღეს პროდასავლური ოპოზიცია იდგა.
იმდენი იყო დარღვევა და ისეთი სხვადასხვა ფორმის, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ყველაფერი აღებეჭდათ. ჩვენ დავესწარით ძალიან უჩვეულო რამეს, ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების, გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები, პლუს, დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა.
ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის, შეიძლება, ითქვას, ჰიბრიდული ომის ერთერთი ახალი ფორმის, რომელი განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარი