სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხობში უკვე ჩამოასვენეს - 31 წლის ახალგაზრდა უცხოეთში ხევში გადაიჩეხა და გარდაიცვალა

ხობელი ახალგაზრდა მამაკაცი 31 წლის აფხაზეთიდან დევნილი ჯაბა გოგია უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

იგი წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა. შემთხვევა საზღვარგარეთ რამდენიმე დღის წინ მოხდა.

როგორც ჩანს, ახალგაზრდა თოვლზე სრიალის დროს ხევში ჩავარდა.

„სრიალებდა თოვლზე, ხევში გადავარდა და რკინის მოაჯირს თავი დაარტყა. იგი კომაში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო“,- აცხადებს ოჯახის ახლობელი.

31 წლის მამაკაცის ცხედარი ხობში უკვე ჩამოასვენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100