სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოგეწონებათ, მცხეთასთან რომ გვიშენებდნენ კაშხალს, რომელმაც შეიძლება თბილისი წალეკოს? – სააკაშვილი ნამახვანჰესზე (ვიდეო)

„საქართველოს აქვს შანსი იყოს ენერგოდამოუკიდებელი ჰესების, დიდი ჰესების გარეშე. ძირითადი ექსპორტის წყარო საქართველოში უნდა იყოს სერვისები, მაღალი ტექნოლოგია, ლოგისტიკა, და ეს ყველაფერი არის, რაც შემოიტანს საქართველოში ფულს და შემოსავალს“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეოჩართვაში საუბრობს.

როგორც სააკაშვილი ამბობს, მას სრულიად ესმის ქუთაისელების და მათი პროტესტის.

„ახალა ვიმყოფები ამსტერდამში მიმავალ თვითმფრინავში. ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტროსადგურები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც ვლაპარაკობ ნამახვანზე, როცა ჰესები შენდებოდა, მაშინ ეს ტექნოლოგიები არ იყო, არ იყო მზის ასეთი ტექნოლოგიები, არ იყო ქარის ტექნოლოგიები, არ იყო წყალბადის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი არსებობს.


ტყუილად ნუ ვეძებთ ველოსიპედის გამოგონებას. ბევრი რაღაც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში. ავიღოთ ის, რაც არსებობს თანამედროვე, კარგი, და დავიცვათ ჩვენი ეკოლოგია. არ მომეწონა, როდესაც ქუთაისიდან ჩამოსულ მანიფესტანტებზე, ვიღაც ჩვენი თბილისელები ამბობდნენ, ჩამოვიდნენ საიდანღაც. მცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს, მოგეწონებათ? რომელმაც შეიძლება, თბილისი წალეკოს. როდესაც იქ რაღაც ნიადაგი დაიძრა, მთელი თბილისი აღელვებული და აღშფოთებული იყო. მე მთლიანად მესმის ქუთაისელების აღშფოთებაც და აღელვებაც. ეს საქმე უნდა გადაწყდეს ისე, როგორც არის საქართველოს ინტერესებში და ხალხი როგორც ითხოვს, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიებისა, ასეც იქნება“,- ამბობს სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100