სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსახიობი ჯეისონ ბიგსის განსაცდელი - მისი 5 წლის ვაჟი დედას ხელიდან გაუვარდა და პატარა რეანიმაციაში სიცოცხლისთვის იბრძოდა

მსახიობი და ფილმ "ამერიკული ნამცხვრის" ვარსკვლავი ჯეისონ ბიგსი განსაცდელშია - მისი ხუთი წლის ვაჟი რეანიმაციაში სიცოცხლისთვის იბრძოდა.

მოზარდი საკუთარ დედას, ბიგსის მეუღლეს, 39 წლის ჯენი მოლენს გაუვარდა ხელიდან და თავის ქალის სერიოზული ტრავმა მიიღო. ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერ აკეთებდნენ. პატარა ბიგსი რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და ახლა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჯეისონი და ჯენი ექიმებს სასწაულის ჩადენას სთხოვდნენ, რათა პატარა არ დაეკარგათ, ახლა კი ყველას მადლობლები არიან და აღნიშნავენ, რომ ეს პროფესია ყველაზე მეტ პატივისცემას იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 2008 წელს ფილმის "ჩემი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული" გადაღებებზე გაიცნო. ისინი მალევე დაქორწინდნენ და ახლა ორი ვაჟის მშობლები არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100