"დოდო გუგეშაშვილის ოპერაცია დასრულდა, გვითხრეს, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეს"
ისანი-სამგორის ყოფილი გამგებლის, დოდო გუგეშაშვილის ოჯახის ახლობლის, მამუკა ჩოქურის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის ოპერაცია დასრულდა.
„ოპერაცია დასრულდა და საოპერაციოდან გამოიყვანეს. ჭრილობა ფილტვში აქვს. როგორც
გვითხრეს, სიცოცხლე
შეუნარჩუნეს. დანარჩენს
მოგვიანებით გვეტყვიან," - განაცხადა მამუკა ჩოქურმა.
კომენტარი