"არ არის ბიზნესმენი, არც ბიზნესმენის მეუღლე და არის ყველაზე დიდი ქონების მქონე" - მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილზე
„საქართველოში ქალბატონი, რომელიც არ არის ბიზნესმენი და არ არის ბიზნესმენის მეუღლე და არის ყველაზე დიდი უძრავი ქონების მქონე და ყველაზე მდიდარი,“ - ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილის ქონებაზე საუბრობს.
მეუფე პეტრემ ამ თემაზე გადაცემა არჩევანში ისაუბრა. ის აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია საპატრიარქოში დიდი ინფორმაციის მქონე ადამიანებისგან მიიღო.
ის აღნიშნავს, რომ შორენა თეთრუაშვილი და მის გარემოცვაში მყოფი ადამიანები საპატრიარქოს ხარჯზე დიდი რაოდენობით შემოსავალს იღებენ.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ საპატრიარქოს აქვს რესურსი, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და ამაში ყოველთვის „უხილავი ხელი“ უშლიდა და უშლის. ვიდეო იხილეთ აქ.
კომენტარი