სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვიყოთ გულწრფელები - ოჯახებს, შვილებისთვის სახელმძღვანელოების საყიდლად საქონლის გაყიდვა უწევდათ"

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რა პრობლემები აწუხებთ რეგიონში, კერძოდ ჭიათურაში მცხოვრებ ადამიანებს.

"ჭიათურა არის 50 ოლქიდან ერთ -ერთი, სადაც ჩვენ გვექნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური; დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან პირველ რიგში ეს სჭირდება ჭიათურას, ეს სჭირდება თითოეულ თქვენგანს",- ამის შესახებ პარტია კახა კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ძალიან ბევრი რეფორმა განხორიცილედა ამ 4 წლის განმავლობაში.

"შეგვიძლია, გითხრათ დარგების მიხედვით, თუ რა გაკეთდა. მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით - ნამდვილად საამაყოა, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მომსახურება არის უფასო. რა თქმა უნდა, მომავალი წლების განმავლობაში ეს პროექტი გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტო პროექტის განხორციელება - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად დაიწყო განხორციელება. დღეს, საქართველოში, 200 ათასზე მეტი ადამიანი დაავადებული ამ მძიმე სენით, მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი მედიკამენტის ფასი 65 ათასიდან 70 ათასამდე მერყეობს, ამ ადამიანებს არანაირი შესაძლებლობა, არანაირი რესურსი არ ქონდათ, რომ მედიკამენტები შეიძინონ. ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, იმკურნალონ.

მკურნალობა მათ უჯდებათ ნული თეთრი, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებენ საქართველოს და ამერიკის შერთებული შტატების მთავრობები. დღეს უკვე დაახლოებით 8 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროექტით და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად განიკურნენ",- აღნიშნა კახი კალაძემ.

მისი თქმით, მთავრობა მოქალაქეებს ჰპირდება, რომ 2020 წლისთვის, საქართველოში არ გვეყოლება არც ერთი ადამიანი, ვისაც C ჰეპატიტის პრობლემა ექნება.

"ისინი სრულიად ჯანმრთელი, სრულიად ჯანსაღებიი დაუბრუნდებიან თავიან ოჯახებს და საზოგადოებას“,-აღნიშნა კალაძემ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განათლების საკითხებზეც ისაუბრა.

"ჩვენი მთავრობვისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა განათლება. მე მახსოვს, 2012 წელს, თქვენთან ერთად როდესაც ვატარებდი წინასაარჩევნო კამპანიას, თუ რა მდგომარეობა იყო სოფლებში სწორედ განათლების მიმართულებით - ახალგაზრდა ქალბატონები, ახალგაზრდა დედები თვალცრემლიანი მხვდებოდნენ, ახლოვდებოდა სექტემბერი, უნდა დაწყებულიყო სასწავლო წელი და ელემენტარული იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ თავინათი შვილებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ, რადგან ამისთვის საჭირო იყო ორასი, სამასი ლარი.

თუ ოჯახში ორი, სამი შვილი იყო, ეს კიდევ დამატებითი პრობლემები იყო მათთვის. ვიყოთ გულწრფელები, ოჯახებს უწევდათ საქონლის, პირუტყვის გაყიდვა, რათა თავიანთი შვილებისთვის, თავიანთი პატარებისთვის ეყიდათ სახელმძღვანელოები.

2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ეს პრობლემა საერთოდ მოვხსენით. დღეს, როდესაც ჩვენი შვილები მიდიან სკოლებში, მათ სახელმძღვანელოები სრულიად უფასოდ ხვდებათ მერხებზე. ეს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენთის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება ყოველგვარი პრობლემების გარეშე",- განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ დაიწყო სკოლების და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია დასრულდა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე ყველა სოფელში, ყველა რაიონში ქალაქში, მთიან რეგიონებში არ იქნება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სკოლები და ბაგა-ბაღები.

"ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება. შემთხვევითი არ არის, რომ რაოდენობა პატარებისა ბაგა-ბაღებში ორჯერ, სამჯერ გაიზარდა. რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი? მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ყოველთვიურად 10-15 ლარი გადაეხადათ და თავიანთი შვილები ბაღებში ეტარებინათ. არ ჰქონდათ შესაძლებლობა და ეს ყველაფერი გახდა უფასო.

ზუსტად ამიტომ, ბაღებში პატარების რაოდენობა გაიზარდა და, რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მოვახერხეთ, რომ სოფლებში, სადაც დასახლებული პუნქტებიდან სკოლები დიდი მანძილით არის დაშორებული ბავშვების მიყვანა ხდება ტრანსპორტით. ჩვენ გვახსოვს, როდესაც წვიმაში, ქარში, თოვლში პატარებს, პედაგოგებს უწევდათ ფეხით სიარული. დღეს უკვე ეს პრობლემა მოხსნილია. ესეც გაგრძელდება მომავალში",- აღნიშნა კახა კალაძემ.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100