
კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური
სივრცის გალერეა, 22 მარტიდან წარმოგიდგენთ
კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”. გამოფენა მხატვრის 1990-იანი
წლებიდან დღემდე შექმნილ შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს.
გამოფენის მთავარი
ღერძია სამშობლოს იდეა, რომელიც პირდაპირი ან ირიბი მინიშნებებით კვეთს მხატვრის თითოეულ
ნამუშევარს. დღევანდელ გარემოში, სადაც საქართველო მრავალ გამოწვევას უპირისპირდება,
ეს გამოფენა არ არის მხოლოდ რეტროსპექტული ხედვა; ეს არის დიალოგი წარსულსა და აწმყოს
შორის და ფიქრი მომავალზე. ჩემი კავკასიონი - სადაც წარმოდგენილია თანამედროვე
საქართველოს პირველი ნაბიჯების პარალელურად შექმნილი ნამუშევრები, ერთის მხრივ ისტორიის
მიმოხილვაცაა და თანამედროვე გამოწვევებზე რეაქციაც.
კოტე სულაბერიძის ნამუშევრებში
სამშობლო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ან პოლიტიკური სივრცე. ეს არის ემოციური და კულტურული
ლანდშაფტი, რომელიც რეალური და სიმბოლური დეტალებით ივსება, საბნის ნაოჭებიდან - მთის
ფერდებამდე. მისი შემოქმედება ერთდროულად ასახავს სახიფათო, რთულ რეალობასა და ინტიმურ
კავშირს სამშობლოსთან.
კოტე სულაბერიძე (დაბ.
968) ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი
ნამუშევრები 1990-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ კონცეპტუალური ფერწერის, წიგნის
ილუსტრაციისა და ვიდეო არტის მიმართულებით
მუშაობს.
მხატვარს 100-ზე მეტი
წიგნის დიზაინსა და ილუსტრაციაზე უმუშავია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის წიგნის ვანო და ნიკო ჰოლანდიურ ენაზე გამოცემისთვის
(Voetnoot, 2003), ქართულ გამოცემებზე კენ
კიზის… გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა (დიოგენე, 2012) და უმბერტო ეკოს ვარდის
სახელით (დიოგენე,
2011).
კოტე სულაბერიძე აქტიურად
მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში. მისი ბოლოდროინდელი სოლო გამოფენებია:
,,მშვიდი ცხოვრება’’ (თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ქარვასლა, თბილისი, 2020);
,,...ტურფასა საბაღნაროსა…’’ (ბაია გალერეა, თბილისი, 2023). მისი ნამუშევრები აგრეთვე
წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში - KIASMA (ჰელსინკი, ფინეთი, 2007); Progressive Nostalgia - Centro per L’Arte
Contemporanea Luiggi Pecci (პრატო, იტალია, 2007); Sotheby’s-ის აუქციონის სახლსა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი,
2013) და Vienna Fair-ზე (ვენა, ავსტრია, 2014).
სულაბერიძემ განათლება
თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, ხოლო შემდგომ წლებში პედაგოგიური მოღვაწეობა
გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა
და დიზაინის სკოლაში (VA(A)DS).
გამოფენის კურატორები
არაინ სანდრო სულაბერიძე და მარიამ წიქარიძე.
გამოფენის ნახვა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 20:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ
სივრცეში მარჯანიშვილის ქ.7.
Kote
Sulaberidze
My Caucasus
You
can visit the exhibition from March 22, 17:00 to 20:00.
Exhibition
duration: March 22 – May 31, 2025
The gallery
of TBC Concept’s multifunctional space
is pleased to present Kote Sulaberidze’s solo exhibition My
Caucasus. The exhibition brings together selected works created by the
artist from the 1990s to the present day.
The
main axis of the exhibition is the idea of the Motherland, which crosses each
of the artist's works with direct or indirect references. In today’s context,
where Georgia faces numerous challenges, this exhibition is not just a
retrospective; it is a dialogue between the past and the present and
reflections on the future. My Caucasus
showcases works created alongside the first steps of modern Georgia—serving
both as a historical review and a response to contemporary challenges.
In
Kote Sulaberidze’s works, the Motherland is not just a geographical or
political space but an emotional and cultural landscape, filled with both real
and symbolic details—from the folds of a blanket to the slopes of a mountain.
His art simultaneously reflects a dangerous, complex reality and an intimate
connection to the Motherland.
Kote Sulaberidze (b. 1968) is one of
the key figures in contemporary Georgian art. His works emerged in the 1990s,
and since then, he has been actively engaged in conceptual painting, book
illustration, and video art.
The artist has worked on the design
and illustration of over 100 books, including Vano and Niko by Erlom Akhvlediani (published in Dutch by Voetnoot,
2003), as well as the Georgian editions of One
Flew Over the Cuckoo’s Nest by Ken Kesey (Diogene, 2012) and The Name of the Rose by Umberto Eco
(Diogene, 2011).
Kote Sulaberidze actively
participates in international projects and exhibitions. His latest solo
exhibitions: A Quiet Life (Gallery of
Contemporary Art, Karvasla, Tbilisi, 2020); «...Lovely Garden...» (Baia Gallery, Tbilisi, 2023). His works have
also been presented at the Museum of Contemporary Art KIASMA (Helsinki,
Finland, 2007); Progressive Nostalgia
– Centro per L'Arte Contemporanea Luiggi Pecci (Prato, Italy, 2007); Sotheby's
Auction House (London, UK, 2013) and the Vienna Fair (Vienna, Austria, 2014).
Sulaberidze received his education at
the Tbilisi Academy of Arts, and in subsequent years continued his teaching
activities at the Tbilisi Academy of Arts and the Free University School of
Visual Arts and Design (VA(A)DS).
Curated by Sandro Sulaberidze, Mariam
Tsikaridze.
Image: Kote
Sulaberidze, ალაზნის ველი (Alazani Valley), 2025, Cardboard, oil, golden nitro
enamel, 25 x 35 cm
TBC Concept flagship, Marjanishvili
st.7
Opening hours:
Monday-Saturday from 10:00 to 20:00.
კომენტარი