"დათვი ეგონა და თოფი ესროლა" - ქარელში 60-წლამდე კაცი მოკლეს
მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში - სოფელ სამწევრისში 60-წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბრალდებულს პირი დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით მოკლა.
დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით ესროლა”, – ამბობენ სოფელში.
შემთხვევა მტკვრის სანაპიროზე მოხდა, სადაც გარდაცვლილი და მისი თანასოფლელები სათევზაოდ იყვნენ წასულები. როგორც ირკვევა, გარდაცვლილს ტყვია თავის არეში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც “მოზაიკას” ადგილობრივები უყვებიან, შემთხვევა მტკვირს სანაპიროზე მოხდა. გარდაცვლილი და მისი თანასოფლელები მდინარეზე სათევზაოდ იყვნენ წასულები.
“მამა-შვილი იყვნენ სათევზაოდ წასულები. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილიც მდინარის ნაპირას იყო. ღამე იყო და როცა დაინახეს, მამას უცებ დათვი ეგონა და თოფი ესროლა”.
ადგილობრივების ცნობითვე, ტყვია გარდაცვილს თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
“ვინც ესროლა, ის თვითონ მივიდა პოლიციაში” - ამბობენ ადგილობრივები.
სამწევრისში ამბობენ, რომ თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა.
“არც კონფლიქტი ჰქონიათ წარსულში რამე. არც მთვრალები არ ყოფილან. ნამდვილად ისე იყო, როგორც გეუბნებით, თავდაცვის მიზნით, ესროლა”, – უთხრეს “მოზაიკას”
ფაქტების მოკვლევას პოლიცია ამ დრომდე აგრძელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი