სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ში კრედიტ-ჰაკერები დააკავეს

ნიუ იორკში პირადი ინფორმაციის მოპარვაში 111 ადამიანია ეჭვმიტანილი. 86 მათგანი დაპატიმრებულია. სპეციალისტების თქმით, ეს ამერიკის სამართლის ისტორიაში ინფორმაციის მოპარვის ყველაზე დიდი საქმეა.

ქვინსის პროკურატურის განცხადებით, ორგანიზებულ დამნაშავეთა ქსელს ნიუ იორკში 5 მთავარი ცენტრი გააჩნდა, მაგრამ ისინი მჭიდრო კავშირში იყვნენ ევროპის, აზიის, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის დამნაშავეთა წრეებთან.

ისინი ძირითადად ამერიკის და ევროპის მოქალაქეთა საკრედიტო ბარათების ინფორმაციას იპარავდნენ. 16 თვის განმავლობაში მათი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად კერძო პირებმა, ფინანსურმა და სავაჭრო ორგანიზაციებმა 13 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი ნახეს.

საქმე სხვადასხვა დანაშაულებში ეჭვმიტანილი უცხო ენებზე მოსაუბრე პირების სატელეფონო საუბრების მოსმენის შემდეგ გაიხსნა. პროკურატურის განცხადებით, ლაპარაკია რუსულ, ჩინურ და არაბულ ენებზე მოსაუბრე დამნაშავეებზე. ჩხრეკის შედეგად იარაღთან ერთად 650 ათასი დოლარი იქნა ამოღებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100