სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

BBC-ის არ გააჩნია არანაირი მტკიცებულებები დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ - შაშკინი

"ბიბისი"-ის სკანდლური ჟურნალისტური გამოძიება "ნაციონალური მოძრაობისთვის" არადამაჯერებლია, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ რეპორტაჟში კეზერაშვილის წინააღდმეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს.

შაშკინი ამბობს, რომ "ოცნება" "ბიბისი"-ის რეპორტაჟს ქვეყანაში ბაობაბების სკანდალის, ჩამოშლილი რიკოთის და მოსამართლეების სანქცირების გადასაფარად იყენებს.

ჟურნალისტმა მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც აღნიშნავს, რომ მას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულებები დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ და ამას ხაზს უსვამს თავის მასალაში. სამწუხაროა, რომ რუსული ოცნების წარმოამდგენლებმა ეს გამოიყენეს ეს რეპორტაჟი, რომ გადაფარონ ბაობაბების სკანდალი, ჩამოშლილი რიკოთის სკანდალი და მოსამართლეების სანქცირების სკანდალი. თუ საქართველოში არის ვინმე, ვისაც სჯერა, რომ 2022 წლის ნოემბერში საქართველოში, ქოლ-ცენტრებში ის მონაწილეობდა ქართულ პოლიციასთან ერტად რეიდებში დ ა ეს ქოლ-ცენტრები ეკუთვნოდა კეზერაშვილს, მგონი ასეთი ადამიანი არ არის. იმიტომ, რომ ეს არის პირველ რიგში, დიდი შეურაცხყოფაა ქართველი ძალოვნების. დიდი ბრიტანეთი არის დემოკრატიული ქვეყანა და აბსოლუიტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაადგენენ ჭეშმარიტებას". - ამბობს შაშკინი.

დავით კეზერაშვილის ქოლ~ცენტრების სკანდალს და ევროპელი პესნიონერების ძარცვის უპრეცედენტო სქემას "ბიბისიმ" სპეცილური საგამოძიებო რეპორტაჟით ამხილა.

სქემით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.

"ბიბისი" სპეცილურ ფილმში ასაჯაროვებს იმ ბიზნემენების ვიანობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილობდნენ. 5 ქართველს შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

დადასტურებულია, რომ უკანონო საქმიანობას კეზერაშვილთან დაკავშირბული კომპანიები საქართველოს ტერიტოტიაზეც ახორციელებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100