ხატია სიჭინავა: სკოლიდან რელიგია გააძევეთ და ღვთის შიში დაუკარგეთ ბავშვებს! გირჩევნიათ პრესას მიხედეთ, რომ გამოუჭედეს ყურები და თვალები ამ ბავშვებს სუიციდით
ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ნუთუ ვერ ხვდებით , რომ თქვენი ულოგიკო ინტერნეტმედიით და პროპაგანდით, ბავშვებში მოდად შემოგაქვთ უკვე ეს საშინელება !!! ახალი ამბები ხო ისედაც ნეკროლოგია !!! სკოლიდან რელიგია გააძევეთ და შესაბამისად ღვთის შიში დაუკარგეთ ბავშვებს !! უფლებები დაიცავითო შეაგულიანეთ და ამით ისე დაასუსტეთ მშობლის ინსტიტუტი ვიღაც მშობლებს გონიათ , რომ ხმას ვერ უნდა აუმაღლონ შვილებთან !!! ბავშვები კი ისეთი სუსტები გახდნენ, ელემენტალურ პრობლემებს ვერ უძლებენ !! ესენი რომ ჩვენ დროს დაბადებულიყვნენ, ბომბების გრიალში და უშუქობა უწყლობაში, საერთოდ აზრს ვერ დაინახავდნენ სიცოცხლის !!! განათლების სისტემა ნოლი !!! თქვენ მე ვერ მასწავლით როგორ გავზარდო შვილები და როდის რა ფორმით მივცე შენიშვნა !! გირჩევნიათ პრესას და ტვის მიხედეთ, რომ გამოუჭედეს ყურები და თვალები ამ ბავშვებს სუიციდით !!! როდის გახდება ეს ქვეყანა ვარგისიანი ნორმალური ცხოვრებისთვის ნეტავ?!"- წერს ხატია სიჭინავა.
კომენტარი