გოაში ქეთევან წამებულის სამარხია აღმოჩენილი
დნმ-ის ანალიზმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ცხედრის ნაწილები, რომელიც გოაში წმინდა ავგუსტინის მონასტერში აღმოაჩინეს ქეთევან წამებულს ეკუთვნის.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ისტორიის საიდუმლოებანი" აქვეყნებს. ამავე გამოცემის ცნობით, დნმ-ის ანალიზისათვის საჭირო სინჯების აღების შემდეგ, მისი შედარება 22 ათასი ინდოელის დნმ-ის მონაცემებთან მოხდა, თუმცა თანხვედრა ვერ დაფიქსირდა. ამის შემდეგ კი იდენტური ცდა 30 ქართველის დნმ მონაცემებზე ჩატარდა და თანხვედრა დადგინდა, რაც მეცნიერებს იმის დასკვნის საფუძველს აძლევს, რომ U1B მონაცემები ქეთევან წამებულს ეკუთვნის. წმინდა მოწამე ქეთევან დედოფალი, ქრისტიანული სარწმუნოების არდატევებისთვის, ირანის შაჰის აბას I–ის ბრძანებით, 1624 წლის 12 სექტემბერს ქალაქ შარაზში საჯაროდ, საშინელი წამებით მოკლეს. წამებას ესწრებოდა პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი, მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც 1618 წლისდან იმყოფებოდა ირანში და ქეთევანსაც იცნობდა.
კომენტარი