სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რას ამბობენ ცნობილი სახეები ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე და აპირებენ თუ არა მისვლას

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად და თანაგრძნობის გამოსახატავად მეორე დღეა რუსთაველზე ათასობით ადამიაია გასული. მათ შორის არიან ცნობილი სახეები. დრონი.ჯი რამდენიმე ცნობილ სახეს დაუკავშირდა და გაარკვია რა პოზიცია აქვთ მათ აღნიშნულ აქციასთანნუ მოკლავდაკავშირებით და აპირებენ თუ არა რუსთაველზე იმ ათასობით ადამიანს შეუერთნენ:

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ვიყავი გუშინ აქციაზე. მინდა რომ პოლიტიკურმა მხარეებმა სპეკულაციაში არ გამოიყენონ ეს ადამიანი და მისი ტკივილი. ვიყავით იქ ძალიან ბევრნი მისულები და გვაღიზიანებდნენ პოლიტიკოსები, თუმცა ჩვენ, ჩვენი პოზიცია გვქონდა და ზუსტად ვიცოდით რის გამოც ვიდექით იქ.

მსახიობი ნიკუშა გორდეზიანი - მე ვიზიარებ ზაზა სარალიძის ტკივილს, ასევე მეც მაწუხებს ის უსამართლობა რაც ქვეყანაში ხდება. მე ვიყავი აქციაზე, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მაგრამ მეორედ იქ აღარ მივალ, სადაც ჩემ ხმას გარკვეული პოლიტიკური ძალები თავის სასარგებლოდ იყენებენ და იყენებენ იმ მოთხოვნებისთვის, რომელ მოთხოვნებსაც არ ვიზიარებ. ჩემი აზრით, ამ პროტესტს პოლიტიკური ელფერი აქვს, ამიტომაც თავს ვიკავებ აქციაზე წასვლისგან. ასევე არ მსურს რაიმე პოლიტიკურ პროცესებთან და ძალებთან მქონდეს კავშირი ან ვასოცირდებოდე! ხოლო ჩაგვრას და უსამართლობას ყოველთვის გავაპროტესტებ უბრალო მოქალაქის პოზიციიდან. ვთვლი რომ ეს ჩემი პირველ რიგში ადამიანური და შემდეგ მოქალაქეობრივი ვალია.

მომღერალი გიგი ადამაშვილი - აქციაზე ვიყავი პროკურატურასთანაც და პარლამენტთანაც, დაახლოებით 8 საათი დავყავი აქციაზე, პროკურატურასთან სიტყვითაც გამოვედი და დავაფიქსირე ჩემი მკაფიო პოზიცია. მკვლელები ციხეში! ჩემი სოლიდარობა ბატონ ზაზას.

მათე ხიდაშელი - აბსოლიტურ მხარდაჭერას ვუცხადებ ზაზა სარალიძეს და ჩემ შესაძლებლობებში რაც ჯდება ყველაფერს ვაკეთებ რომ მის გვერდით ვიყო.

ლევან ლაშხი - ვიზიარებ მის მწუხარებას, ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა და მთელ ოჯახს ვუსამძიმრებ მთელი გულით. რაც შეეხება აქციაზე გასვლას მხარდაჭერის მიზნით - არ გავალ! ერთი მიზეზის გამო, რომ არ გავხდები იმ მასის ნაწილი, რომელსაც პოლიტიკოსები იარაღად იყენებენ და მათთვის არსებით მნიშვნელობას არ წარმოადგენს რატო ან რისთვის დგანაან იქ!

პოეტი ზურა სალუქვაძე - ძალიან მინდა აქციაზე ვიყო ახლა და ბატონ ზაზას გვერდში ვედგე, მაგრამ სამწუხაროდ შორს ვარ. ეს კაცი ძალიან დიდ უსამართლობას შეეჭიდა და ხალხის დახმარების გარეშე ვერ გავა ბოლოში. ყველა ჩვენგანის ვალია გამოვხატოთ მხარდაჭერა რათა სხვა დროს ჩვენ ვიყოთ დაცულები სისტემური უსამართლობისგან და ძალიან მინდა რომ "სხვისი ჭირი-ღობეს ჩხირი" ხალხი აღარასოდეს ვიყოთ. (ზოგადად მე ვთვლი რომ ყველა პრობლემის დასაწყისი ესაა) მე მთელი გულით ვუთანაგრძნობ ამ ორი მოკლული ახალგააზრდების მშობლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100