სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პენტაგონი რუსეთს შესაძლო სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებს

აშშ-ს გადაწყვეტილება სირიისთვის სამხედრო საკითხში დახმარების უარყოფასთან დაკავშირებით განპირობებულია იმით, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლოა მასშტაბური სამოქალაქო ომი დაიწყოს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ სირიას არ დავეხმაროთ სამხედრო საკითხებში. ჩვენ ვიცით, რომ სხვა ქვეყნები განსხვავებული შეხედულებებით მოქმედებენ“, - აღნიშნავს პენტაგონის წარმომადგენელი.

„ვაშინგტონს სჯერა, რომ არა მხოლოდ რუსეთი, არამედ სხვა ქვეყნებიც უარს იტყვიან სირიას სამხედრო კუთხით დახმარების ხელი გაუწოდონ“, - დასძინა პანეტამ.

პანეტა იმედოვნებს, რომ ბირთვული იარაღი სირიის ოპოზიციის ხელში არ აღმოჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი სიტუაცია მეტად უარყოფით შედეგს გამოიღებს.

ამერიკის შეერთებული შტატები სირიის ტერიტორიაზე რუსეთის არტილერიისა და სამხედრო ძალების არსებობას ეწინააღმდეგება. ვაშინგტონი თვლის, რომ აღნიშნულ ძალებს სირიის ხელისუფლება ამავე ქვეყნის ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს.

სწორედ ამიტომ, პენტაგონი რუსეთს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ რუსეთის ფედერაციის არტილერია და სამხედრო ძალები შესაძლოა მასშტაბური სამოქალაქო ომის მიზეზი გახდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100