Samsung–მა Apple–ს აჯობა
Samsung–ის გაყიდვები Apple–სას აჭარბებს. მეორე კვარტალში, სამხრეთ კორეულმა მწარმოებელმა გაყიდული პროდუქციიდან 42 მილიარდი დოლარი მიიღო. Apple–ის შემოსავალი კი 35 მილიარდით განისაზღვრა. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ Samsung–ის სუფთა მოგება ორჯერ მცირეა, ვიდრე მისი კონკურენტისა – 4,5 9 მილიარდი დოლარის წინააღმდეგ. ექსპერტები სამსუნგის წარმატებას Galaxy S3–ს უკავშირებენ. სწორედ მისი დამსახურებით გაიზარდა კომპანიის გაყიდვები. მსოფლიოში ამ მობილურის 6,5 მილიონი მოდელი გაიყიდა.
კომენტარი