სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 აპრილი, მუხრან მაჭავარიანი, მონსერატ კაბალიე, გალილეო და რუზველტი?

მუხრან მაჭავარიანი, მონსერატ კაბალიე, გალილეო გალილეი და ფრანკლინ დელანო რუზველტი...ამ ადამიანებს ერთი საერთო აქვთ. 12 აპრილს ორი მათგანის დაბადებისა და ორის გარდაცვალების დღეა.

მუხრან მაჭავარიანი, მონსერატ კაბალიე, გალილეო გალილეი და ფრანკლინ დელანო რუზველტი...ამ ადამიანებს ერთი საერთო აქვთ. 12 აპრილს ორი მათგანის დაბადებისა და ორის გარდაცვალების დღეა.
მუხრან მაჭავარიანი 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში დაიბადა. მის კალამს ეკუთვნის არაერთი მშვენიერი ნაწაროები. სხვადასხვა დროს იყო „პიონერის“ „დილის“ და „ალმანახ საუნჯის“ მთავარი რედაქტორი, ასევე გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.
მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მარია დე მონსერატ ვივიანა კონსეპსიონ კაბაიე ფოლკი , უკეთ ცნობილი, როგორც მონსერატ კაბალიე (დ. 12 აპრილი, 1933) — თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი საოპერო მომღერალი (სოპრანო). განთქმული, პირველ რიგში, ბელკანტოს ტექნიკითა და როსინის, ბელინისა და დონიცეტის კლასიკურ იტალიურ ოპერებში წამყვანი როლების შესრულებით.
როკ-მუსიკის მოყვარულთათვის კაბალიე ასევე ცნობილია ერთობლივი ალბომით ჯგუფის „Queen“ -ის ვოკალისტ ფრედი მერკურისთან — „Barcelona“ (1988). ამ ალბომის სატიტულო სიმღერა, მიძღვნილი კაბალიეს მშობლიურ ქალაქ— ბარსელონასთვის, 1992 წელს ამ ქალაქში ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ჰიმნი გახდა.

გალილეო გალილეი (დ. 15 თებერვალი, 1564, პიზა — გ. 8 იანვარი, 1642, არჩეტრი, ფლორენციის მახლობლად), იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი,სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, პოეტი, ფილოლოგი და კრიტიკოსი.
მის მიღწევათა შორისაა ტელესკოპის გაუმჯობესება, რიგი ასტრონომიული დაკვირვებებისა, ნიუტონის პირველი და მეორე კანონები. მას ხშირად თანამედროვე ასტრონომიის მამად მოიხსენიებენ, ისევე როგორც თანამედროვე ფიზიკისა და მეცნიერების მამად. გალილეოს ნამუშევრები მნიშვნელოვანი გადახვევა იყო არისტოტელეს ნააზრევისგან. ამასთან ერთად მისი კონფლიქტი კათოლიკურ ეკლესიასთან განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ადრეული მაგალითი ავტორიტეტთან კონფლიქტისა.

ფრანკლინ დელანო რუზველტი (ინგლ. Franklin Delano Roosevelt; დ. 30 იანვარი, 1882 — გ. 12 აპრილი, 1945) — აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ოთხჯერ იქნა არჩეული, მსახურობდა 1933-45 წლებში და ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იმყოფებოდა ამ პოსტზე. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ.
მისი ყველაზე განთქმული მემკვიდრეობა სოციალური უსაფრთხოების სისტემა და უოლ სტრიტის რეგულაციაა. ის და მისი მეუღლე ელეონორა რუზველტი თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმის ქვაკუთხედად მოიაზრებიან.
რუზველტი შეერთებულ შტატებს თითქმის მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მცირე ხნით ადრე, ვიდრე ომი დასრულდებოდა ინსულტით გარდაიცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ვიცე-პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა დაიკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100